ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 3 ათასზე ნაკლებია.
„ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ახალი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდაფეთქება ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა მი ფენგმა.
Leave a Reply