პარტია „თავისუფლების“ ლიდერი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიაში შექმნილ მდგომარეობაზე ქვეყნა დახმარებას რუსეთს სთხოვს.
„ამ უბედურებაშიც რუსული „რბილი“ ძალა არ ისვენებს. ახლა იტალია ევროპამ მიატოვაო და პუტინს დახმარება თხოვაო, არის ყიჟინა, მათ შორის ჩვენთანაც. სინამდვილეში პუტინმა თავად დაურეკა კონტის და შესთავაზა დახმარება. ამ უკანასკნელმაც ჩვეულებრივ მიიღო, როგორც ჩინეთის და არაერთი სხვა ქვეყნის დახმარებაც სხვათა შორის, მათ შორის ფულადი მხარდაჭერა ევროპული ბანკიდანაც. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ იტალიის გამორჩეულმა დემაგოგმა ევროპისგან-იზოლაციონისტებმა ერთ-ერთმა პირველებმა ჩაშალეს საერთოევროპული კონსტიტუციის მიღება. ამან კი დემაგოგიური იზოლაციონიზმი ყველგან წაახალისა“, – წერს გამსახურდია.
Leave a Reply