გუშინ, სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანზაციის ქალი და გენდერული თანასწორობის მიერ ხორციელდება, სსიპ 159-ე საჯარო სკოლაში, IX კლასის საკლასო პროექტ “არა ძალადობას” ფარგლებში, შეხვედრა შედგა.
მოწვეულმა სტუმარმა მოზარდებთან ერთად სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათ შორის ბავშვზე ძალადობა, სკოლის მოსწავლეების წინაშე არსებული პრობლემები, ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების ჩვევები, პატრიარქალური საზოგადოების თავისებურებები, ოჯახში ძალადობა, გენდერის ცნება, კრიმინალური მენტალიტეტის არსებობის მიზეზები.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აქტივისტმა და უფლებადამცველმა მარიამ მედულაშვილმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა :
„მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის სასკოლო განათლების ფარგლებში ხელმისაწვდომი არ არის, და სურვილი გამოთქვეს, რომ საკუთარი ცოდნა დასახელებულ საკითხებთან მიმართებაში კიდევ უფრო გააღრმაონ, რაც მომავალში ორგანიზაცია „ ქალი და გენდერული თანასწორობის “ მჭიდრო ურთიერთობაში უნდა აისახოს.
2020 წელი 11 თებერვალი