ის ადამიანები აკეთებენ დღეს პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთაც თავად დაიჭირეს ცოტნე გამსახურდია 10 წლის წინ, გაამწესეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა, ქეთი ბექაურმა განაცხადა.
„მან საკმაოდ ტანჯვა–წამება, ადამიანის დამამცირებელი, ღირსების შემლახველი მოპყრობა გადაიტანა წინა ხელისუფლების დროს. ის ადამიანები აკეთებენ დღეს პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთაც თავად დაიჭირეს ცოტნე გამსახურდია 10 წლის წინ, გაამწესეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სწორედ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სულიერი ტრავმის, იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ მოიგო სტრასბურგის სასამართლოში საქმე. მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთი რამ გააკეთონ, ბოდიში მოუხადონ იმისთვის, რაც მოსწიეს ამ პიროვნებას“, – განაცხადა ქეთი ბექაურმა.
Leave a Reply