დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, „უნდა არსებობდეს გარანტია, რომ ძალოვანი უწყებები სანდო პირების ხელში იქნება“. ასე გამოეხმაურა დეპუტატი „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც ითხოვს, რომ ცვლილებების შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაცმოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდეს.
„ნამდვილად არ შევუწყობ ხელს იმას, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს. საჭიროა ცვლილებები და ეს ცვლილებები საჭიროა სწორედ იმ მხრივ, რომ რაღაც ახალი შეიქმნას ამ ქვეყანაში. გარანტია, რომ არ იყოს არანაირი ძალადობრივი გარემო და განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, რომელიც ყოველთვის ქმნის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფუნდამენტური უფლებების გარანტიებს, იმ ადამიანების ხელში იყოს, ვინც სანდოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
Leave a Reply