სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, რა გზით მოხდა ფულის გათეთრება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვერანაირად ახსნეს, სად მოხდა ფულის გათეთრება. როცა საბანკო ოპერაციები ხორციელდება, მაშინ პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ისინი ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს საფინანსო ოპერაციები. რასაც ამტკიცებენ აბსურდის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ. დაგპირდით ყველას, რომ ამ სისტემას აუცილებლად შევცვლი ერთ წელიწადში, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
Leave a Reply