პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო.
Leave a Reply