მოხარული ვარ, რომ სამართალმა პური ჭამა, – ასეთი კომენტარი გააკეთა „პირველ არხთან“ ირაკლი ბათიაშვილმა, რომლის საქმეზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.
„ჩემ საქმეში აშკარა იყო, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ციხეში ჩემს ჩასასმელად“, – აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდებები იყო შეთითხნილი, მტკიცებულებები ფალსიფიცირებული და გადაწყვეტილების მიღებას 11 წელი ნამდვილად არ სჭირდებოდა.
„რაღაც გაურკვევლობის გრძნობაც მქონდა, რამე ფაქტორების ჩარევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ დღეს ძალიან მოხარული ვარ“,- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
Leave a Reply