ბულგარელმა არქეოლოგებმა შავი ზღვის სანაპიროსთან გათხრებისას მეხუთე საუკუნის განძი აღმოაჩინეს, წერს Sofiaglobe.
გათხრები ქალაქ დევნიაში მიმდინარეობდა. მკვლევარებმა ოქროს 16 და ბრინჯაოს 20 მონეტა იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, მონეტებზე იმპერატორი ფეოდოსი მეორე და მისი ბიძაშვილი ველენტინიან მესამეა გამოსახული. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ განძი შავი ზღვის სანაპიროზე ძველ ქალაქ მარკიანოპოლზე ჰუნების ტომების თავდასხმის დროს გადამალეს.
გამოცემის ცნობით ეს შავი ზღვის სანაპიროზე განძის აღმოჩენის მეორე შემთხვევაა.
Leave a Reply