პატრულმა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტაქსით მგზავრთა გადაყვანის რეგულაციის დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმა. ზურაბ ჯაფარიძე დღეს საგანგებოდ გამოვიდა ქალაქის ქუჩებში ტაქსით სამუშაოდ იმისთვის, რათა რეგულაცია დაერღვია.
„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება – მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა, როგორ შეიძლება „გავღუნოთ“ ეს რეგულაცია – კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ „გირჩი-ნიუსთან“ საუბრისას.
Leave a Reply