ხილ-ბოსტნეული, საერთოდ, ძალიან ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, მაგრამ ჭარხლის, კიტრისა და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი უებარი სამკურნალო საშუალებაა.
ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. სარგებლობას გააორმაგებთ თუკი მას სტაფილოს წვენთან ერთად მიიღებთ. დღეში ერთი ჭიქა ჭარხლის წვენიც კი საკმარისია ორგანიზმის გასაწმენდად. თავიდან, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია და ეფექტური ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში. ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.
კიტრის წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა ნაყოფის მირთმევასაც იგივე შედეგი აქვს და შეგიძლიათ არც დაწუროთ. მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.
ვაშლის წვენი
ვაშლის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს გულის მუშაობას. იგი ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში; ეფექტიანია ანემიის, ზედმეტი წონის, ვიტამინების დეფიციტის, რევმატიზმისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.
ყურძნის წვენი
ყურძნის წვენს აქვს:
* ანტიტოქსიკური, შარდმდენი, მატონიზებელი, საფაღარათე, ოფლმდენი, ამოსახველებელი მოქმედება;
* გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის დროს;
* ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას;
* აუმჯობესებს გულის მუშაობას;
* გასათვალისწინებელია, რომ ყურძნის წვენი უკუნაჩვენებია: შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს;
* ყურძნის წვენი კიდევ უფრო აუარესებს კარიესული კბილის მდგომარეობას. ამიტომ, მისი მიღების შემდეგ რეკომენდებულია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება.
ლიმონის წვენი
მდიდარია C ვიტამინით, აქვს ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური მოქმედება, ეფექტიანია ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს; სისხლში პროთრომბინის დონეს დაბლა სწევს.
გრეიპფრუტის წვენი
*აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
*დაბლა სწევს არტერიულ წნევას;
*ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას;
მიიღება: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა.
ბროწეულის წვენი
გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ, აგრეთვე პანკრეასის და კუჭ-ნაწლავთა პათოლოგიების დროს.
მიიღება: 1/2-1 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება, შეკრულობა გამოიწვიოს.
როგორ დავიწყოთ წვენებით მკურნალობა
ჯანმრთელობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ორგანიზმის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისგან. გახსოვდეთ, სხეულში დაგროვილი ნებისმიერი მავნე ნივთიერება აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს.
სანამ სამკურნალო მიზნით წვენის მიღებას დაიწყებდეთ, უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი. არსებობს ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების სწრაფი და ეფექტიანი მეთოდი.
დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა გლაუბერის მარილის წყალხსნარი (1 ჩ/კ 1 ჩ/ჭ წყალთან ერთად). გამოსული „სიბინძურის“ რაოდენობა შეიძლება, 3-4 ლიტრსაც აღწევდეს. ეს ორგანიზმის გამოფიტვას გამოიწვევს, ამიტომ გლაუბერის მარილის მიღებიდან ნახევარ საათში და შემდეგ, ყოველ 20-30 წუთში, უნდა დაიწყოთ 2 ლიტრ წყალში გახსნილი 2 ლიტრი ახალგამოწურული ხილის წვენის (უმჯობესია – ციტრუსის: 6 საშუალო ზომის გრეიპფრუტისა და 3 ლიმონის წვენი 2 ლიტრამდე შეავსეთ ფორთოხლის წვენით) დალევა, სანამ ოთხივე ლიტრს ბოლომდე არ მიიღებთ. ძილის წინ კი გაიკეთეთ ოყნა - 2 ლ ოდნავ თბილი წყლით (შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 ლიმონის წვენი).
ამ პროცედურის გაკეთება საჭიროა ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. შედეგად, ორგანიზმიდან გამოვა დაახლოებით 20 ლ ტოქსიკური „სითხე“, რომელიც ამდენივე ტუტე ხსნარით შეიცვლება. მეოთხე დღიდან უკვე შეგიძლიათ, დაიწყოთ წვენების მიღება.
Leave a Reply