დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი მიიჩნევს, კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება.
ბრალდების მხარის შეფასებით, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რისი დასტურიცაა ის ფაქტი, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
Leave a Reply