საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდაცვის ძალები გახდეს ერთი მთლიანი ოჯახი.
„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჯარი უნდა გახდეს ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნება მზად, რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Leave a Reply