ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურაში გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა. ის დარწმუნებულია, რომ უწყება ყველანაირი გზით, მიხეილ კალანდიას საქმიდან გაყვანას ცდილობს.
„გამოყოფილი საქმის პროკურორი გაოცდა, რომ ეს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, მე არ მაქვსო. კონკრეტულად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი ინფორმაციას. ფაქტობრივად, არაფერია შეცვლილი წინა შეხვედრის შემდეგ, რადგან საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ მიხეილ კალანდიას საქმიდან გამოყვანას. მე ბრძოლას მანამდე გავაგრძელებ, ვიდრე ყველა არ დაისჯება. გამომძიებლების მიმართ სამსახურებრივ გადაცდომებზე მოკვლევა დაწყებულია და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. მე გენპროკურორს სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ შევხვდები“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
Leave a Reply