გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.
ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებს და სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადის. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო. ის გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
Leave a Reply