პრეზიდენტის ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას, – ამის შესახებ ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„ინაუგურაცია თუ უნდათ ჩაატარონ თელავში, თბილისში, ზუგდიდში, კაციშვილი არ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება, როდესაც ქვეყანას არ ყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია, ამიტომ ეს შოუ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. 16 დეკემბერს აქცია იმასთან დაკავშირებით იქნება, რომ მეორე ტური გაყალბდა. ეს ისე ბინძურად გაყალბებული არჩევნებია, რომელიც საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა. თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ან ჩვენი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ყოველი მომდევნო განცხადება სულ უფრო მკაცრი და კრიტიკული იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.
Leave a Reply