პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ყოფილი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, გუბაზ სანიკიძეს მხოლოდ ერთი გზა დარჩენია, რომ სკანდალური განცხადება გააკეთოს, რათა როგორმე პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლიტიკურ ველს დაუბრუნდეს.
„სამწუხაროა, რომ სანიკიძე ინტელექტუალურ რესურსს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ თავი რადიკალური განცხადებებით წარმოაჩინოს“, – ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის: გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება წინასაარჩევნო გარემოს არ შეცვლის და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდება, საქართველო რევოლუციას მიიღებს.
Leave a Reply